logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მთავარია, პრეზიდენტმა შეწყალების წესების შეცვლაზე შემხვედრი პოზიცია გამოთქვა
- +

22 სექტემბერი. 2019. 18:17

 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი მზად არის, შეწყალებების საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს.

 

„ვფიქრობთ, ამ დისკუსიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში სახელისუფლებო შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის სისტემა არსებობს, პარლამენტს, პრეზიდენტს, მთავრობას ერთმანეთთან აქვთ კონსტიტუციით გათვალისწინებული ურთიერთობები. პრეზიდენტი არის ზეპარტიული თანამდებობა და ამ შემთხვევაში ჩვენი პარტიის პოზიციები შეწყალებასთან დაკავშირებით იყო უარყოფითი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

„ევროპულმა საქართველომ“ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს გენერალურ პროკურატურას 19 სექტემბერს მიმართა.

 

პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. ფაქტს გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციაც.

 

სალომე ზურაბიშვილს მკვლელობის მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე.

 

18 სექტემბერს პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner