logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ჩვენ არა მხოლოდ პრობლემებს ვაჟღერებთ...
- +

8 ოქტომბერი. 2019. 13:58

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდში, რომელიც ხვალ გაიმართება, „ქართული მხარე კონსტრუქციულადაა ჩართული“.

 

მინისტრის თქმით, მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე განხილული იქნება ყველა აქტუალური საკითხი.

 

„ჩვენ არა მხოლოდ პრობლემებს ვაჟღერებთ, არამედ ვეძებთ გამოსავალს, რა თქმა უნდა, იმ მთავარ საკითხებთან ერთად, რომელიც დღის წესრიგს წარმოადგენს. ეს არის ძალის არგამოყენება, საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება. განხილული იქნება ყველა აქტუალური საკითხი, მათ შორის, ჩორჩანასთან შექმნილი ვითარება და ასევე, ჩვენთვის და ბევრი თანამოქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი - ახალგორის მიმართულებით გადასასვლელის გახსნის აუცილებლობა, რადგან უამრავი ადამიანი, პირდაპირი გაგებით, ამის გამო იტანჯება.

 

იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ყველა მონაწილის მხრიდან იქნება გაცნობიერებული

 

მაღალი მონეტარული მნიშვნელობა გადაადგილების თავისუფლების. დღეს ოჯახები არის გაყოფილი. ეს ეხება ოსებსაც, ქართველებსაც. არავინ იგებს ამით და ეს ზომა სასწრაფოდ უნდა იქნას შეცვლილი, ვგულისხმობ, გადასასვლელების დაკეტვას. ჩვენ მზად ვართ, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ყველა საკითხი მოწესრიგდეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner