logo_geo
eng_logo
მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრის პირველ საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
- +

8 ოქტომბერი. 2019. 15:00

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„2019 წლის 9 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრი ეწვევა აზერბაიჯანის რესპუბლიკას, შემდეგ კვირას ვიზიტი შედგება სომხეთში. ასევე, მზადდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.

 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტი ბრიუსელში შედგება ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner