logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა
- +

8 ოქტომბერი. 2019. 17:23

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდს უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ხაზი გაუსვეს და მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

შეხვედრას ახალდანიშნული ატაშეც დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა პოლკოვნიკ ებადოლა მოხთარ ნეყაბადის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატება უსურვა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner