logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: ვიყავი აქტიური იურისტი და 18 წლის მანძილზე არასოდეს შექმნილა არც ერთი დოკუმენტი, რომ ჩემი დიპლომი ეჭვქვეშ დამდგარიყო
- +

9 ოქტომბერი. 2019. 12:03

 

 

„წელიწადნახევარია ადამიანთა ჯგუფი ცდილობს, შექმნას ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს უდიპლომო გენერალური პროკურორი“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მისი მოსმენისას განაცხადა.

 

თადუმაძეს დიპლომთან დაკავშირებული კითხვები ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დაუსვა. დეპუტატი  დაინტერესდა, რატომ არ ფიქსირდება მისი უნივერსიტეტი იმ იურიდიული სახელწოდებით არც 2003 წლამდე და არც 2003 წლის შემდეგ, რაც მის დიპლომშია მითითებული.

 

„2003 წლის შემდეგ, არ ვიცი, რა სახელწოდება და როგორი რეორგანიზაცია განიცადა აღნიშნულმა უმაღლესმა სასწავლებელმა, თუმცა, დიპლომში რაც წერია, იმ სახელით ოპერირებდა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი. წელიწადნახევარია ადამიანთა ჯგუფი ცდილობს, შექმნას ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს უდიპლომო გენერალური პროკურორი. ახლა არის მცდელობა, შექმნან ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ეყოლება უდიპლომო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. მაგრამ გარდა ეჭვებისა, არაფერი დოკუმენტი არ არსებობს, რადგან ბუნებაში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც დაასაბუთებს, რომ მე იურიდიული განათლება არ მაქვს. 1998 წელს არ დამთავრებულა ჩემი იურიდიული განათლება და ამ სფეროში საქმიანობა. მესმის, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესია. 18 წლის მანძილზე არასოდეს შექმნილა არც ერთი დოკუმენტი, რომ ჩემი დიპლომი ეჭვქვეშ დამდგარიყო, ვიყავი რა აქტიური იურისტი“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner