logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე გიგა ბოკერიას: 2001 წელს „თავისუფლების ინსტიტუტს“ ავყავდი მაგ დიპლომით და იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი თქვენ იყავით
- +

9 ოქტომბერი. 2019. 12:48

 

 

„2001 წელს „თავისუფლების ინსტიტუტს“ ავყავდი მაგ დიპლომით ადვოკატად სამხედრო მოსამსახურეების დარღვეულ უფლებაზე და იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი თქვენ იყავით“, - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ გიგა ბოკერია საკომიტეტო მოსმენაზე.

 

„ეგ ბირთვული იარაღის ფორმულა სადაც მომთხოვეს, საკუთარი ნებით გამოვაქვეყნე და ხელი მოვაწერე, რომ თანახმა ვარ, გადაამოწმოთ მისი უტყუარობა, შეისწავლოთ მისი ნამდვილობა და შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ბოკერიამ აღნიშნა, რომ თადუმაძის დიპლომი ლამის ბირთვული იარაღის რაღაც საიდუმლო ფორმულად გაასაღეს.

 

„დიპლომთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თქვენგან მიკვირს, ბატონო გიგა. 2001 წელს „თავისუფლების ინსტიტუტს“ ავყავდი მაგ დიპლომით ადვოკატად სამხედრო მოსამსახურეების დარღვეულ უფლებაზე და იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი თქვენ იყავით. ცოტა უხერხულია, თქვენ მელაპარაკებით მე კვალიფიკაციაზე და იურისტის დიპლომზე. მიზანი არის ის, რომ თქვენ შექმნათ ახლა ის ლეგენდა“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესის ფარგლებში პარლამენტში დღეს საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მივიდა.

 

შალვა თადუმაძე იმ კითხვებს პასუხობს, რაც მის დიპლომთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და სახალხო დამცველის აპარატმა წამოჭრეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner