logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
- +

9 ოქტომბერი. 2019. 12:06

 

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს აზერბაიჯანს ეწვევა. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის პირველ საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შედგება.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

 

2019 წლის 9 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრი ეწვევა აზერბაიჯანის რესპუბლიკას, შემდეგ კვირას ვიზიტი შედგება სომხეთში. ასევე, მზადდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.

 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტი ბრიუსელში შედგება ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება“, - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner