logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: არ მიკვირს, რატომ დააბნია ჩვენი ოპონენტები მამუკა მდინარაძის დღევანდელმა განცხადებამ
- +

10 ოქტომბერი. 2019. 14:35

 

„ის პირები, ვინც დიპლომის ნამდვილობაზე აპელირებით ცდილობდნენ შალვა თადუმაძის დისკრედიტაციას, ჩავარდნენ უხერხულ მდგომარეობაში“,- ასე აფასებს დეპუტატი რატი იონათამიშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მამუკა მდინარაძის განცხადებას, სოციალურ ქსელში.

 

„არ მიკვირს, რატომ დააბნია ჩვენი ოპონენტები მამუკა მდინარაძის დღევანდელმა განცხადებამ. ის პირები, ვინც დიპლომის ნამდვილობაზე აპელირებით ცდილობდნენ შალვა თადუმაძის დისკრედიტაციას, ჩავარდნენ უხერხულ მდგომარეობაში, რადგან იგივე უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულია ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილი, რომლის კანდიდატურასაც, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევის დროს, უმრავლესობასთან ერთად, მაშინდელმა უმცირესობამაც დაუჭირა მხარი. ჩვენ, ცხადია, არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში ეჭვი არ შეგვიტანია რომელიმე პირის კვალიფიკაციასა და დიპლომის ნამდვილობაში, ოპოზიციამ კი, კიდევ ერთხელ, ორმაგი სტანდარტის მაგალითი მოგვცა“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დღეს განაცხადა, რომ ნაზი ჯანეზაშვილმა ასევე 2003 წლამდე დაამთავრა ინსტიტუტი, რომლის კურსდამთავრებულიც არის შალვა თადუმაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner