logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილი: კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო მაღალ პოზიციებს იკავებს მსოფლიოში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი, მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება
- +

16 ოქტომბერი. 2019. 11:17

 

„კორუფციასთან ბრძოლა არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მისი კანდიდატურის მოსმენისას განაცხადა.

 

„კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო მაღალ პოზიციებს იკავებს მსოფლიოში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი, მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება,  რასაც მათ შორის ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკა.

 

ასევე, მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი.

 

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში დღემდე მიღწეული წარმატების კვალდაკვალ საჯარო სექტორში კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის პრევენცია რჩება კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ჩვენი ქვეყნისთვის. 

 

თითოეული ცვლილების მიზანია მოხდეს სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეულების  წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე, ანუ საჯარო მოხელეების, მოსახლეობის ჩართულობა, ანუ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს, თანაგრძნობა დამნაშავისადმი და არა პირიქით. ჩვენ ვცდილობთ, რომ საგანმანათლებლო საქმიანობა განვახორციელოთ ცნობიერების ამაღლების კუთხით და საჯარო მოხელეებს ისე, როგორც მოქალაქეებს გავუჩინოთ განცდას, რომ ისინი მთავარი აქტორები არიან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და ეს არ არის მხოლოდ ერთი უწყების საქმე, ეს არის მთელი მოსახლეობის  საქმე“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას განიხილავენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner