logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: „ქართუ ფონდი“ დღესაც გამოხატავს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს ისეთ პროექტებში, სადაც მთავრობას დახმარება სჭირდება
- +

17 ოქტომბერი. 2019. 13:04

 

„ქართუ ფონდს“ არასდროს უთქვამს უარი ინტერნეტიზაციის პროექტზე - ის ყოველთვის გამოხატავდა და დღესაც გამოხატავს მზადყოფნას, მიიღოს მონაწილეობა ისეთ პროექტებში, სადაც მთავრობას სჭირდება დახმარება და სადაც კერძო ბიზნესის ინტერესი დაბალია“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ინტერნეტიზაციის პროექტში „ქართუ ფონდის“ მონაწილეობას ეხებოდა.

 

„თავის დროზე, როდესაც ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო, „ქართუ ფონდმა“ სოლიდური თანხები გაიღო და დააფინანსა როგორც სტრუქტურის შექმნა, ასევე პირველადი კვლევები, რასაც ჩვენ ახლა ვიყენებთ. შემდგომში, რა მოდელითაც ყალიბდებოდა ეს პროექტი, ამან გამოიწვია გარკვეული კრიტიკა კერძო სექტორიდან, რამაც, გარკვეულწილად, შეაფერხა პროექტის განვითარება. ახლა ვაკეთებთ ამ მოდელის განახლებას, რომელიც უნდა იყოს ისეთი, რომ კერძო ბიზნესთან არ შევდიოდეთ კონკურენციაში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, როგორ და რა გზით განვითარდება პროექტი, რომელიც, მინისტრის შეფასებით, ძალიან საჭიროა. 

 

„ვფიქრობთ, რომ სწრაფად განვაახლებთ ინტერნეტიზაციის პროექტს და როდესაც იქნება უკვე დაზუსტებული ბიუჯეტი და მოდელი, მერე ვისაუბრებთ მისი დაფინანსების წყაროებზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner