logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი ბელარუსული კომპანია „გომსელმაშის“ დირექტორს შეხვდა
- +

17 ოქტომბერი. 2019. 15:22

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბელარუსული კომპანია „გომსელმაშის“ დირექტორს, ალექსანდრ ნოვიკოვს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა კომპანიის დირექტორს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მინისტრმა სოფლის მეურნეობის დარგში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და ტექნოლოგიების განახლებისა და ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ კომპანია „გომსელმაშისგან“ 30 ერთეული კომბაინი შეიძინა, რაც  მარცვლეული მოსავლის აღების პროცესში ეფექტიანად იქნა გამოყენებული.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, ხატია წილოსანი და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner