logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: რაღა დროს გიორგი მარგველაშვილია?
- +

17 ოქტომბერი. 2019. 15:36

 

„ერთი წლის წინ რომ რაღაც გადაწყვეტილება მივიღეთ, იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს ახლიდან უნდა ვაგოთ პასუხი, თუ რაშია საქმე? რაღა დროს მარგველაშვილია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პოზიციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაცვა მოეხსნება.

 

„რა შუაშია, რაღა დროს მარგველაშვილია და რაღა დროს მაგ კანონში ცვლილებაა. რა პირადი ანგარიშსწორება, ცვლილება შარშან მივიღეთ და დღეს დავიწყეთ ანგარიშსწორებაზე საუბარი?! სერიოზულია ეს ყველაფერი?“ - განაცხადა მდინარაძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 16 დეკემბრიდან სახელმწიფო დაცვა მოეხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში განუცხადეს, მოცემულ ეტაპზე არ იკვეთება რაიმე გარემოება, რის გამოც გიორგი მარგველაშვილისთვის სახელმწიფო დაცვის შენარჩუნება აუცილებელი იქნებოდა. თავად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კანონში გაჩენილ ახალ ჩანაწერს, რომ მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა აღარ დაიცავს, პერსონალურად მასზე მორგებულ ცვლილებად მიიჩნევს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner