logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: რა სჭირს კახა კალაძეს ქონების გადასამალ-გადასაფორმებელი?
- +

17 ოქტომბერი. 2019. 15:37

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია თბილისის მერის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

 

„პოლიტიკაში არსაიდან, ცალ-ცალი ჩექმით მოსული და ხალხის ხარჯზე გამდიდრებული ჩინოვნიკი ბევრი გვინახავს. რა სჭირს კახა კალაძეს ქონების გადასამალ-გადასაფორმებელი? საკუთარი ნიჭით და შრომით მიაღწია წარმატებას, არაერთ მსოფლიო დონის ასპარეზზე, რომელსაც, ცხადია, ფინანსური კეთილდღეობაც მოჰყვა. ჩვენი ოპონენტების და მათი პარტიული პროპაგანდისტული მანქანების პრობლემა ის არის, რომ ხალხზე დაბალი წარმოდგენა აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანები ნებისმიერ ტყუილს დაიჯერებენ. თუმცა, ტყუილსაც უხარისხოდ ავრცელებენ“,  - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner