logo_geo
eng_logo
მარატ ატამურადოვი: გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობას გააგრძელებს
- +

17 ოქტომბერი. 2019. 17:44

 

 

 

„გვჯერა, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას გამოადგება იძულებით გადაადგილებული პირების სასარგებლოდ“, - ამის შესახებ გაერო-ს ლტოლვილთა კომისარიატის რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელმა მარატ ატამურადოვმა განაცხადა.

 

„ჩვენი სააგენტო შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან და სამინისტროსთან ერთად. გვჯერა, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას გამოადგება იძულებით გადაადგილებული პირების სასარგებლოდ. გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, იმ საორგანიზაციო კომიტეტში შედიოდა, რომელიც სამინისტრომ შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდა. კრიტერიუმები გვაძლევს შესაძლებლობას, განვსაზღვროთ ის ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება. რა თქმა უნდა, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადაჭრა მარტივი არ არის, თუმცა გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გააგრძელებს“, – განაცხადა მარატ ატამურადოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner