logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: საერთაშორისო ექსპერტების დასკვნამ დაადასტურა პროკურატურის პოზიცია ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრალდებასთან მიმართებაში
- +

17 ოქტომბერი. 2019. 17:48

 

 

„ამ დასკვნის შემდეგ ბრალდებულთა ადგილზე მე მშვიდად ვერ ვიქნებოდი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საერთაშორისო ექსპერტებმა დაადასტურეს პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი.

 

„ჩემი დაკვირვებით, პროკურატურამ ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტები ამ საქმეში ჩართო იმიტომ, რომ იყო საზოგადოების მაღალი ინტერესი.

 

საზოგადოების მაღალი ინტერესის შედეგად, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საქმე, რომელიც არის  ფულის გათეთრების ნაწილში აღძრული ბატონი ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ, არის მნიშვნელოვნად წინ წასული.

 

ვფიქრობ, აწი ჯერი სასამართლოზეა, როცა დასრულდება გამოძიება, სასამართლო უკვე იტყვის თავის კომპეტენტურ დასკვნას.

 

რაც შეეხება იმ დასკვნას, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებმა დადეს, მე ვფიქრობ, მათ ძალიან მნიშვნელოვნად დაადასტურეს პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი და თქვეს, რომ საქართველოს პროკურატურას ჰქონდა სრული საფუძველი იმისთვის, რომ მათ ასეთი ტიპის ბრალი წაეყენებინათ „თიბისი ბანკის“ მაშინდელი მფლობელებისთვის.

 

დანარჩენი, მე ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში არის სასამართლო ხელისუფლება, რომელმაც უნდა დაუსვას წერტილი ამ საქმეს და თავისი განაჩენი გამოიტანოს.

 

საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ისრაელის ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დევნის ნაწილში აღიარებული პირები იყვნენ, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით, მე მათი, ასე ვთქვათ, დოსიე წავიკითხე და ვნახე, რომ ისინი ნამდვილად სერიოზული, წონიანი ექსპერტები არიან თავისი დარგის და მე რომ ვიყო ბრალდებულების, იმ ადამიანების ადგილას, ვისაც ბრალი აქვს წარდგენილი, მშვიდად ნამდვილად ვერ ვიქნებოდი“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე მუშაობა დაასრულა და მათი დასკვნით, მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდასაჭერად და ის მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურებს ამართლებს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner