logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია: ანაკლიის პროექტში, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესი უნდა იდოს
- +

19 ოქტომბერი. 2019. 16:05

 

 

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტში, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესი უნდა იდოს. ამის შესახებ ქობულიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„ჩვენი ქვეყნის ინტერესი უნდა იდოს პირველ რიგში ამაში. ამ პროექტის პრობლემა პორტში და საქართველოში არ დევს. თვითონ ის დერეფანი, რომელზეც უნდა იჯდეს ეს პორტი და ტვირთი, რომელიც ამ დერეფანში დევს, ეს არის პრობლემა. ეს არის ტვირთები, რომელიც მოდის აზიიდან ევროპაში და ევროპიდან აზიაში, ეს კონკრეტული დერეფანი, სამწუხაროდ არის ძალიან მძიმე დერეფანი, რომელიც გადის შავ ზღვაზე და კასპიის ზღვაზე. აქ ფუნდამენტალურად არის პრობლემა პროექტში. ტვირთებმა, რომლებმაც უნდა გაიარონ შავ ზღვაზე და კასპიის ზღვაზე, ევროპასა და აზიას შორის ქმნის მულტიმოდალური გადატვირთვების რამდენიმე ეტაპს. ქმნის ძალიან დიდ პრობლემებს თვითღირებულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ქობულიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner