logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის შექმნის ალბათობა არ არსებობს
- +

21 ოქტომბერი. 2019. 00:27

 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე უმრავლესობის მოსაპოვებლად იბრძოლებს, თუმცა თუ საჭირო იქნება კოალიციის შექმნა, ხელოვნურად ეს პროცესი არ დაიბლოკება.

 

„კოალიციის ალბათობას შემდეგი არჩევნები, რა თქმა უნდა, გულისხმობს და ვფიქრობ, კოალიციას ვინ ვისთან შექმნის, ეს იქნება დამოკიდებული მეტწილად არჩევნების შედეგებზე. ჩვენ ვიბრძოლებთ უმრავლესობის მოსაპოვებლად. თუ უმრავლესობას ვერ მივიღებთ, მაშინ  თუ საჭირო იქნება კოალიცია, ხელოვნურად ამ პროცესს არ დავბლოკავთ და ვერავინ დაბლოკავს. თუ კოალიციის შექმნა იქნება შესაძლებელი, ეს კოალიცია შეიქმნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

თალაკვაძეს წინასწარ საუბარი უჭირს, თუ ვისთან შეიძლება შექმნან კოალიცია, თუმცა დარწმუნებით ამბობს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის ალბათობა არ არსებობს.

 

„ვერ გეტყვით წინასწარ, ვისთან შეიქმნება კოალიცია. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რომ ჩვენ არ შევქმნით კოალიციას, ამაში ეჭვი არ გვეპარება . თუ ვინმე ფიქრობს, ვინც ჩვენ გვიყურებს, რომ ამის ალბათობა არსებობს, ვეტყვი, რომ ამის ალბათობა არ არსებობს“, -აღნიშნა თალაკვაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner