logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს მხარდამჭერი აქტი იქნება პირველი სრულფასოვანი კანონი, რომელსაც აშშ მიიღებს საქართველოს მხარდასაჭერად
- +

23 ოქტომბერი. 2019. 10:34

 

„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ცოტა ხანში დაიწყებს საქართველოს მხარდამჭერი აქტის განხილვას. მიღების შემთხვევაში ეს იქნება პირველი სრულფასოვანი კანონი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

 

პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, ეს არის ცალსახად მხარდამჭერი დოკუმენტი, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. დოკუმენტში ასახულია ჩვენს ოკუპირებულ ტეროტორიებზე ჩადენილი დანაშაულებებისთვის სანქციების დაწესების თემა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოწოდება.

 

„დღეს, განხილვის დასრულების  შემდგომ, ჩატარდება კენჭისყრა. ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ დოკუმენტი მოაგროვებს ორპარტიულ მხარდაჭერას და ხმების დიდი რაოდენობით იქნება მხარდაჭერილი. ამ პროცესის დასრულების შემდგომ, სენატში გაიმართება იგივე პროცედურა და გვაქვს მოლოდინი, რომ  წლის ბოლომდე ეს აქტი უნდა შევიდეს ძალაში და იქცეს პირველ სრულფასოვან კანონად, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები მიიღებს საქართველოს მხარდასაჭერად და საქართველოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner