logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილი: მადლობა ღმერთს, ქვეყანაში არ გვქონია მსგავსი უბედურებები, რასაც ტერაქტით მიყენებული ზიანი ჰქვია
- +

23 ოქტომბერი. 2019. 00:09


​სუს-ის ახალი ხელმძვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში, ღმრეთის წყალობით, არ მომხდარა ისეთი უბედურებები, რასაც ტერაქტის შედეგად მიყენებული ზიანი ჰქვია. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ განცდა იმისა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ტერორისტული საფრთხეების თავისუფალ რეჟიმში მიშვებას.


"მეტსაც გეტყვით, ალბათ, ეს მენტალურად მოგვყვება საბჭოთა პერიოდიდან, როდესაც დამნაშავის მიმართ უფრო ლოიალური და მგრძნობიარეა საზოგადოება, ვიდრე დაზარალებულის ანუ მსხვერპლის მიმართ. ეს აისახება არა მარტო ტერორიზმის მიმართულებით, ეს აისახება კორუფციული საკითხების განხილვისას, როდესაც საზოგადოების, სხვათა შორის ძალიან ღირსშესანიშნავი ნაწილიც კი, რიგ შემთხვევაში დამნაშავის, ე.წ. კარგი ბიჭის დამცველად გვევლინება", - განაცხადა ლილუაშვილმა "იმედის" ეთერში.

 

სუს-ის ხელმძღვანელი 2 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ თბილისსა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, ქვეყანა სერიოზულ საფრთხეებს ასცდა.

 

"ამ სპეცოპერაციების საფუძველზე, აშშ-წლიური უსაფრთხოების მიმართულებით ანგარიში, როცა გამოქვეყნდა, იქ თეთრზე შავით ეწერა, რომ საქართველო არის აშშ-ძლიერი პარტნიორი ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით. თუმცა, ეს განწყობები არ აისახა მოქალაქეებზე, არასამთავრობო სექტორზე", - აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner