logo_geo
eng_logo
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა
- +

2 ნოემბერი. 2019. 13:20

ხლებულა

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა. ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზი 23 ნოემბერს შეიწყალოს.

 

„ასეთი „ფეიკ-ნიუსები“ ხალხის შეცდომაში შეყვანისა და ამავე დროს, პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა“,- აღნიშნავენ ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე და შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner