logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ჩემს პირად დამოკიდებულებებზე მას მერე დაგელაპარაკებით, რაც პენსიაზე გავალ
- +

2 ნოემბერი. 2019. 22:46

 

 

„აშკარაა, ინტენსიური შეტევა ქართულ ეკლესიაზე, საპატრიარქოზე, პირადად პატრიარქზე. შანტაჟის თემა, რასაკვირველია, მიუღებელი და წარმოუდგენელია, თუ ვინმეს რამე გააჩნია, ეკლესიის ან ნებისმიერი უწყების წინააღმდეგ, უნდა წარმოადგინოს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ.

 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ დააშანტაჟა საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებამ გარკვეული კადრების გასაჯაროვებასთან დაკავშირებით, ვოლსკიმ უპასუხა, რომ მას არ სჯერა, რომ „გიორგი მამალაძეს ან ვინმეს გააჩნია რაღაც კადრები და ხმამაღალი შეძახილებით შეიძლება დააშანტაჟოს საპატრიარქო“.

 

კითხვაზე, როგორი არის მისი პირადი დამოკიდებულება გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, გიორგი ვოლსკიმ ასე უპასუხა: „ჩემს პირად დამოკიდებულებებზე დაგელაპარაკებით მას მერე, რაც პენსიაზე გავალ“.

 

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ შეწყალების წესთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს, ვოლსკის შეფასებით, ის საზოგადოებისთვის იქნება მისაღები.

 

„მორატორიუმი აქ არ არის მთავარი. მორატორიუმს საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ფორმა არ აქვს, ის შეწყდება მაშინ, როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით, რასაც კრიტერიუმები ჰქვია, ვიქნებით სრულ თანხვედრაში საზოგადოებასთან. საზოგადოებისთვის უნდა იყოს მისაღები კრიტერიუმები. შეწყალება ისეთი რამეა, კონსენსუსი არ უნდა ირღვეოდეს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner