logo_geo
eng_logo
სიმონ ნოზაძემ მოსამართლეობის კანდიდატს მის მიერ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შეახსენა
- +

4 ნოემბერი. 2019. 12:39

 

 

„რატომ მიიჩნიეთ პირადად თქვენ, რომ 2003 წელს უსამართლოდ ჩატარდა პროპორციული არჩევნები და სამართლიანი იყო მაჟორიტარული არჩევნები?“ - ამ კითხვით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ, ნინო ქადაგიძეს დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ მიმართა.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ნინო ქადაგიძეს უსმენენ. სიმონ ნოზაძემ ქადაგიძეს 2003 წელს, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეახსენა.

„როგორც ვიცი, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მაშინდელმა ტენდენციურობამ დამაზარალა, მაგრამ აქ საკითხი  ჩემზე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მე ამას ერთგვარი გაგებით ვეკიდები - მაშინდელი პოლიტიკური კონიუნქტურა ისეთი შეიქმნა, ალბათ ასე სჭირდებოდა მაშინდელ სახელმწიფოს ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, მაინც, სამართლებრივი პასუხი ამ საკითხზე 16 წელია, ვერ მივიღე. ძალიან მაფიქრებს ეს საკითხი.  რატომ მიიჩნიეთ პირადად თქვენ, რომ უსამართლოდ ჩატარდა პროპორციული არჩევნები და სამართლიანი იყო მაჟორიტარული არჩევნები? იქნებ ორივე დაგენიშნათ, პროპორციულიც და მაჟორიტარულიც?“ - მიმართა ნინო ქადაგიძეს სიმონ ნოზაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner