logo_geo
eng_logo
სოფიო ქაცარავა ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
- +

4 ნოემბერი. 2019. 14:29

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

 

დადებითად შეფასდა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები, განსაკუთრებული ხაზი გაესვა გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში.

 

სოფიო ქაცარავამ ჰუბერტს ქნირშს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმ კონტრიბუციისთვის, რასაც გერმანია საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში ახორციელებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner