logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპონენტებთან თანამშრომლობას ჭეშმარიტების დასადგენად აზრი არ აქვს
- +

4 ნოემბერი. 2019. 17:06

 

„აზრი არ აქვს არანაირ ერთობლივ საქმიანობას ჭეშმარიტების დასადგენად იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურ ძალას, ერთს და მეორეს, ორივე, პრაქტიკულად, არის ერთი პოლიტიკური ძალა, მისწრაფება არ აქვს ჭეშმარიტების დადგენისკენ, მისწრაფება აქვს პოლიტიკური დივიდენდის მიღებისკენ და ამის ბევრი მაგალითი არსებობს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

 

გიორგი ვოლსკი ფრაქციების - „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო - რეგიონების“ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც  პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში არსებული შესაძლო კორუფციული სქემის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციასთან პარლამენტში თანამშრომლობის შესაძლებლობას ვერ ხედავს.

„რა საკითხზეც არ უნდა იყოს, ამ ძალასთან თანამშრომლობას პარლამენტში, მათ შორის, კომისიის საკითხებში, მე, პირადად, არ ვსაუბრობ უმრავლესობის სახელით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ კოლეგები დამეთანხმებიან - აზრი არ აქვს. ერთი იყო აზრი, როდესაც ვიმუშავეთ კარგად და რეალურად, საგარეო კურსის თაობაზე გვქონდა შეთანხმება 2013 წელს და შემდეგ, 2016 წელს, თუმცა, მაინც იქით ჩიოდნენ, რომ დავიყოლიეთ და გავაკეთებინეთ, თორემ ესენი არ აპირებდნენო. მაშინაც კი, იყო ისეთი დესტრუქცია, რომ მე მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი, რომ ამათთან ერთად რაიმე მიგვეღო საგარეო კურსთან დაკავშირებით, თუმცა, დოკუმენტი ჩვენი იყო, ჩვენს დოკუმენტს დაეთანხმნენ და კიდევ იქით დადიოდნენ და ამბობდნენ, რომ ჩვენ არაგულწრფელები ვართ. აქედან გამომდინარეობს ის დამოკიდებულება, რომელიც მე და ჩემს ბევრ კოლეგას გაგვაჩნია ნებისმიერი სტრუქტურის, ნებისმიერი ერთობლივი საქმიანობის ფორმატის შექმნის თაობაზე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner