logo_geo
eng_logo
გიორგი გაჩეჩილაძე: აღარ მთავრდება ქვეყანაში პოპულიზმი და პროცესების ხელოვნურად გაბერვა
- +

4 ნოემბერი. 2019. 17:09

 

„ეს იყო 2008 წლის რიგგარეშე არჩევნები, რომელიც 5 იანვარს დაინიშნა“, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კოლეგებს ფრაქციების „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა  - საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში არსებული შესაძლო კორუფციული სქემის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“ - გააცნო.

მან 2007 წლის დეკემბერში გამოცემული შეწყალების აქტი გაიხსენა.

 

„ეს იყო 2008 წლის რიგგარეშე არჩევნები, რომელიც 5 იანვარს დაინიშნა. ზამთარში, უბედურების და სისხლისღვრის შემდეგ, რომელიც 2007 წელს მოხდა. დეკემბერში გამოვიდა შეწყალების აქტი, სადაც ათასამდე ადამიანი შეიწყალეს და თან კი არ გამოუშვეს, ჯერ ყველას პირობა დაადებინეს, რომ 500-500 ხელმოწერას მოიტანდნენ იმისთვის, რომ არჩევებში მხარს დაუჭერენ სააკაშვილის კანდიდატურას. ეს არის ამათი შეწყალებები.  ამის ფონზე გამოდიან ახლა და გვეთამაშებიან ჩვენ, საზოგადოებას ვითომ ძალიან კეთილშობილები, ჰუმანურები და ძალიან აღელვებულები არიან შეწყალების პროცესებთან დაკავშირებით. იმ ათას კაცში რამდენი იყო ნარკომანი და რამდენი მკვლელი არც არავის შეუსწავლია.  ყველამ იცის ეს ამათ გარდა. ყველას ახსოვს ვინც რაიონებში, ქალაქებში ცხოვრობდნენ, როგორ დადიოდნენ ეს გაუბედურებული ადამიანები და ითხოვდნენ მეზობლებისაგან, ნათესავებისაგან ხელი მოეწერათ, ტელეფონის ნომერი ჩაეწერათ და მისულიყვნენ არჩევნებში, იმისთვის რომ სააკაშვილისთვის დაეჭირათ მხარი. ეს არის ამათი პოპულიზმის შინაარსი“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner