logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ეს არ არის მხოლოდ ქველმოქმედება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე
- +

4 ნოემბერი. 2019. 17:09

 

„ეს არ არის მხოლოდ ქველმოქმედება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე თანამედროვე ისტორიის ამ გარკვეულ მონაკვეთზე  და ის ამ პასუხისმგებლობას თავმდაბლობით, ენთუზიაზმით და სამშობლოს მიმართ პატრიოტული დამოკიდებულებით ახორციელებს.  ნებისმიერი დისკრედიტაცია მის მიმართ, რასაკვირველია პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება“, - ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

 

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში გაცილებით უფრო საინტერესო საკითხებზე  საუბრობს, ოპოზიციას კი გააფთრებული შეტევა  აქვს პასაჟზე, რაც მის ქველმოქმედებას ეხება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner