logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: ნაციონალების პარტიულ ტელევიზიაში ჩამომწკრივებული ადამიანების საუბარმა ძალიან კარგად გამოაჩინა, ვინ ებრძვის ეკლესიას
- +

4 ნოემბერი. 2019. 17:12

 

 

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, რაც სინოდის სხდომაზე მოხდა, ასევე ნაციონალების პარტიულ ტელევიზიაში გუშინ ჩამომწკრივებული ადამიანების საუბარმა ძალიან კარგად გამოაჩინა, ვინ ებრძვის ეკლესიას“, - ამის შესახებ ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ისაუბრა.

 

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, რაც სინოდის სხდომაზე მოხდა, ასევე ნაციონალების პარტიულ ტელევიზიაში გუშინ ჩამომწკრივებული ადამიანების საუბარმა ძალიან კარგად გამოაჩინა, ვინ ებრძვის ეკლესიას. არაფერი გამოსაძიებელი აქ არ დარჩა. პატრიარქს უპირისპირდებიან ისინი, ვისაც არ სურს, რომ საქართველოში რაიმე ავტორიტეტი და ინსტიტუცია არსებობდეს. ეს კი არის საქართველოს გარე თუ შინა მტრების ერთადერთი ამოცანა. გათვლა მარტივია, თუ ამომრჩეველს ყველაფრის ნდობას დააკარგინებ, გაცილებით ადვილია საკუთარი დღის წესრიგი მოახვიო თავს. გუშინ განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა რა მიზანი აქვს და რა სცენარს ამუშავებს ნაციონალური მოძრაობა საკუთარი დანაყოფებიანად. ასე რომ, კითხვაზე, თუ ვინ ცდილობს პატრიარქის დისკრედიტაციას, ჩვენთვის პასუხი გაცემულია“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას მეუფე იაკობის გამონათქვამებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner