logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში ყველაზე უფრო საუკეთესო მაგალითი მის მიერ გაკეთებული საქმეებია
- +

4 ნოემბერი. 2019. 17:26

 

 

„ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო ინტერვიუა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის „Entrepreneur“-თვის მიცემულ ინტერვიუს ჟურნალისტებთან საუბარში და განაცხადა:

 

„ოპონენტები აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ მთელი საქართველო შეისყიდა  და 3 მილიარდი ლარი თურმე დაუხარჯავს 30 წლის განმავლობაში იმისათვის, რომ პოლიტიკაში მოსულიყო 25 წლის თავზე, ასეთ ადამიანებთან საუბარს აზრი არა აქვს. მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილში თუ  არსებობდა კითხვები,  რა ამოძრავებს ამ ადამიანს, რა არის მისი მოტივაცია, მე მგონი ამას ძალიან ნათელი პასუხი გაეცა -  სოციალური მეწარმეობა, სოციალური ბიზნესი.  არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ არა მხოლოდ პირად სარგებელზე და არა უპირველესად პირად სარგებელზე, არამედ პირველ ყოვლისა ქვეყნის სარგებელზე და გაიგივებული აქვთ ადამიანებს, რომ სიკეთეს თუ მოუტანდა ქვეყანას და ათასობით ადამიანს, ეს მათ პირად დიდ სიამოვნებას ანიჭებს და მათი პირადი სარგებელია პირველ რიგში ეს და  ეს მიდგომა“, - აღნიშნა ზოიძემ.

 

აკაკი ზოიძის განცხადებით, ძალიან ცოტა არის მსოფლიოში ისეთი ბიზნესმენები, რომლებიც ასეთ დიდ სოციალურ პრობლემებს ეჭიდებიან და უპირველეს ყოვლისა მათთვის მოგება ამ ცხოვრებაში ინტერესის რეალიზებაა:

 

„მათ ამ ცხოვრებაში საკუთარი თავის რეალიზებად მიაჩნიათ ის, რომ  გადაჭრან უდიდესი პრობლემები, იქნება ეს ეკოლოგიური, იქნება ეს სოციალური, იქნება ეს კაცობრიობის განვითარებისთვის მიმართული და   ასეთი ტიპის სწორედ მეწარმეობაზე, ბიზნესზე გვაქვს საუბარი ივანიშვილის შემთხვევაში“, - განაცხადა ზოიძემ.

 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში ყველაზე უფრო საუკეთესო მაგალითი არის მის მიერ გაკეთებული საქმე, ვინაიდან რაც გააკეთა საქართველოში, ყველა ის ატარებს სწორედ სოციალური მეწარმეობის მახასიათებლებს - იქნება ეს საბანკო საქმე, „ქართუ ბანკს“,  მაგალითად,  არასდროს პირადი და ინდივიდუალური სესხი არ გაუცია, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ საბანკო საქმე გაკეთებულიყო, ეს ეხება სასტუმრო პარაგრაფს, რომელშიც 120 მლნ დოლარი არის ჩადებული და 60 მლნ-ს ნებისმიერ ადამიანს დაუთმობს, მნიშვნელოვანია, რომ პარაგრაფი ევროპაში საუკეთესო სასტუმროდ გამოცხადდა ცოტა ხნის წინ, ასეთივე იქნება აბასთუმანში, ასეთივე იქნება წყალტუბოში.

 

„პრაქტიკულად ასრულებს იმ ფუნდამენტის როლს, რომელზეც სხვა ასევე ინიციატივა მეწარმეებმა  უნდა ააგონ, ბიზნესებმა, ისეთი სამუშაოები, ისეთი საწარმოები, ისეთი ბიზნესები, რომლებიც ათიათასობით ადამიანს მოუტანს სამუშაო ადგილს. აი ეს არის ჩვენთვის არსი სოციალური მეწარმეობის და ქველმოქმედების იმ კომპონენტის, რომელიც აქ ითქვა. თუ ადამიანს რა ამოძრავებს, ამოძრავებს ის რომელიც მე ძალიან კარგად მესმის. ის თავისთავში, თავის კმაყოფილებას და თვითკმაყოფილებას, საკუთარი თავის რეალიზებას პოულობს იმაში, რომ ათასობით ადამიანის პრობლემას წყვეტს და დამერწმუნეთ, ეს ძალიან ბევრი ადამიანისათვის რუსთაველიდან დაწყებული, ევროპის რენესანსის მომტანი ადამიანების  სავსებით ღირსეული ცხოვრების აზრი არის“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

 

 

იგი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის საკითხსაც შეეხო და განაცხადა: „არავის უნდა უკვირდეს, რომ როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, მაშინ პოლიტიკაში მოსვლა სწორედაც სიცოცხლის რისკთან იყო დაკავშირებული. მე მგონი 2011-2012 წლები ყველას დაგვავიწყდა და რა რეაქცია ჰქონდა იმ დროინდელ რეჟიმს ივანიშვილის განაცხადთან დაკავშირებით პოლიტიკაში მოსვლასთან, მათ შორის, პირდაპირ ლიკვიდაციაზეც რომ არ იტყოდნენ უარს, პატარკაციშვილის მაგალითიც მეტყველებს. ამის გაბაიბურება, დაკნინება არა მგონია ვინმემ შეძლოს, ვისაც კი ოდნავ მეხსიერება აქვს და ახსოვს 2011 ან 2012 წელი. ამ ადამიანს, მართლაც ამხელა ქონების პატრონს, არანაირი ვალდებულება,  პირადი ვალდებულების გარდა,  არ ჰქონდა, რომ მოსულიყო პოლიტიკაში. შესაბამისად გააკეთა ეს და 2012 წლის 1 ოქტომბერი ძალიან ბევრ მოქალაქეს ახსოვს“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner