logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: ისინი იკადრებენ ყველაფერს, რაც გამოადგებათ ქართველი ხალხის და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში
- +

4 ნოემბერი. 2019. 17:26

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ოპოზიციის ერთი ნაწილი სტალინისტური იდეებით გაერთიანდა ეკლესიის წინააღმდეგ, რომ ჩეკისტური მეთოდებით ებრძოლოს მას.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან და ეკლესიასთან ბრძოლის მექანიზმი ერთია. თავიდან ცილს სწამებენ პრორუსულობაში, ცდილობენ, ამ თემით მოახდინონ დისკრედიტაცია, შემდეგ კი ცილისწამება და მათი ქმედებები წარმოუდგენელი სიცრუისა და სიბინძურის ხარისხს აღწევს.

 

სინამდვილეში ეს სტალინისტური მეთოდია, რაც „შესანიშნავად“ გაითავისეს მათ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც იყენებენ, ამჯერად ეკლესიის წინააღმდეგ.

 

გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააანონსა, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური ოპოზიციის 2020 წლის არჩევნებისთვის მზადების სტრატეგია. სტრატეგია კი, როგორც თავად თქვეს, მდგომარეობს შემდეგში, ისინი იკადრებენ ყველაფერს, ყველა დანაშაულზე, ყველა სტრატეგიაზე მოაწერენ ხელს, რაც გამოადგებათ ქართველი ხალხის, საქართველოს ეკლესიისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

პრობლემები არ დაიძლევა კრიზისული კერების შექმნით და დაპირისპირების წახალისებით. ეს სტრატეგია კი ეკლესიისთვის სწორედ სირთულეების შექმნას ისახავს მიზნად, რაც ამორალურია და მას თავის შეფასებას მისცემს ყველას საღად მოაზროვნე“, - აცხადებს გაბუნია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner