logo_geo
eng_logo
ირაკლი მეზურნიშვილი: სამწუხაროდ, სამოქალაქო სექტორის ნაწილი კრიტიკის გარეშე იღებს ოპოზიციის დაუსაბუთებელ ბრალდებებს და მათ ტირაჟირებას ახდენს
- +

7 ნოემბერი. 2019. 00:31

 

 

ეკონომიკის მინისტრის არგუმენტირებული და დამაჯერებელი პასუხი არასამთავრობო ორგანიზაციებს. მართლაც სამწუხაროა, რომ სამოქალაქო სექტორის ნაწილი უკრიტიკოდ იღებს ოპოზიციის დაუსაბუთებელ ეჭვებს, ბრალდებებს და მეტიც, ახდენს მათ ტირაჟირებას“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ეკონომიკის მინისტრის განცხადებას, რომელშიც ნათია თურნავა წყალტუბოს რეაბილიტაციის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებებს პასუხობს.

 

წყალტუბოს აღორძინების გეგმა არის ეროვნული მნიშვნელობის საქმე, რომელიც პერსპექტივას უჩენს მთელს რეგიონს. ვინც ამ უპრეცედენტო პროექტს აკრიტიკებს ან პოლიტიკურად ანგაჟირებულია ან უბრალოდ ვერ ერკვევა საკითხში. სხვა შეფასება შეუძლებელია“,- წერს ირაკლი მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner