logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: 7 ნოემბერი ერთ-ერთი თარიღია იმ დანაშაულებრივი ქმედებების, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას ახასიათებდა
- +

7 ნოემბერი. 2019. 14:55

 

„7 ნოემბერი ერთ-ერთი თარიღია იმ დანაშაულებრივი ქმედებების, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას ახასიათებდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.

 

დეპუტატის თქმით, 7 ნოემბერი კიდევ ერთი დამადასტურებელი ინდიკატორია იმის, რომ საზოგადოებას განუახლდეს მოგონება იმაზე, თუ რაოდენ საფრთხის შემცველია ის პოლიტიკა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებდა. მათ შორის, საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენებითა და ყაჩაღური თავდასხმით ტელეკომპანია „იმედზე“.

 

„ეს არის მათი ხელწერა, რაც ამ პოლიტიკურ ძალას აქვს. საფრთხის შემცველია ეს პოლიტიკური ძალა განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელისუფლებაშია და ასეთი აქტების განხორციელების რესურსი გააჩნია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner