logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობის“ სახით არსებობდა რეჟიმი, რომელიც ეკლესიაში გადაცდომებს თავის სასიკეთოდ გამოიყენებდა
- +

7 ნოემბერი. 2019. 15:14

 

„საეკლესიო სფეროშიც შეიძლება, არსებობს რაღაც გადახვევები, რადგან საქმე ჩვეულებრივ ადამიანებთან გვაქვს და „ნაციონალური მოძრაობის“ სახით არსებობდა რეჟიმი, რომელიც ამ გადაცდომებს თავის სასიკეთოდ გამოიყენებდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც მამა შალვა კეკელიას განცხადებას გამოეხმაურა.

 

დეპუტატის თქმით, საქართველოს ისტორიისთვის ეკლესია საგანგებო მნიშვნელობისაა, სერიოზული პოზიტიური ენერგიის მატარებელია და ეს უნდა შენარჩუნდეს.

 

„საზოგადოებამ იმ ტრადიციას პატივი უნდა სცეს, რაც ეკლესიას საუკუნეების განმავლობაში მოაქვს. ამ სფეროშიც შეიძლება, არსებობს გადახვევები, რადგან საქმე ჩვეულებრივ ადამიანებთან გვაქვს. არსებობდა რეჟიმი, რომელიც ამ გადაცდომებს თავის სასიკეთოდ გამოიყენებდა. რამხელა არის მასშტაბი და რამდენად დიდი იყო დაზიანება, ამაზე მონაცემები არ მაქვს. დამაჯერებელი მონაცემები მაქვს, რასაც ჰქვია ჩემი ნაცნობობა სასულიერო პირებთან და ურთიერთობები, რაც პოზიტიურის გარდა, არანაირ მოსაზრებას არ ტოვებს. არიან მღვდლები და დეკანოზები, მაღალი იერარქიის ადამიანები, ვინც თავისი საქმიანობითა და პიროვნული თვისებებით გამოხატავენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მათ სადარაჯოზე დგანან“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

დეკანოზმა შალვა კეკელიამ გუშინ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ წინამძღვრები უცხოეთში მიჰყავდა და ასვენებდა, ხოლო შემდეგ ვიდეოს უღებდნენ.

 

„როდესაც ციხის კადრები გავიდა, დათა ახალაია და სოსო თოფურიძე მოვიდნენ საპატრიარქოში და პირდაპირ მოსთხოვეს საპატრიარქოს, თუ მათ მხარს არ დავუჭერდით, ამ კადრებს აუცილებლად გაასაჯაროებდნენ და ეკლესიას ცუდ დღეში ჩაგვაგდებდნენ“, -აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner