logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: გიგა ბოკერიას ურჩევნია, თავის ბიოგრაფიას ჩახედოს, ვის მიერ არის გათავხედებული
- +

8 ნოემბერი. 2019. 15:10

 

„გიგა ბოკერიას ურჩევნია, თავის ბიოგრაფიას ჩახედოს, ვის მიერ არის გათავხედებული და მისი პოზიციები ასეთი თავხედური როდის გახდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ განუცხადა, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასთან დაკავშირებით დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა.

 

ქანთარიას თქმით, ბოკერიას ურჩევნია, თავის ბიოგრაფიას გადაავლოს თვალი, ვიდრე სიბრძნეები აფრქვიოს.

 

„მისი გათავხედება საიდან დაიწყო, საზოგადოება ხედავს. ალბათ, გახსოვთ, გასულ წლებში, ვის მიერ იყო აღზევებული. რაც შეეხება აქციას, პროტესტის გამოთქმას ვერავის დავუშლი, ზოგს რა მოსწონს, ზოგს – რა. პროტესტის საფუძველი არსებობს, მაგრამ ეს უხეშ ჩარევად და პროტესტად არ უნდა გადაიქცეს, რომელიც კანონს გასცდება. ნებისმიერი ნაწარმოები, რომელიც არ მოგწონს და ამაზე ბევრს ხმაურობ, სხვა დონეზე აგყავს, რეკლამას უკეთებ და საზოგადოებას უფრო აინტერესებს. ასეთ შემთხვევაში მაყურებლის მხრიდან იგნორი ხდება და ეს არის დიდი პროტესტი და არა ის, როცა ამაზე ხმაური მიდის. არ ვიტყოდი ამ ადამიანებზე შავრაზმული, მათ ფერს ვერ დავარქმევდი. მათ სწამთ, რომ ასეთი ჩარევა საჭიროა. ასეთი ჩარევა ხელს უწყობს ფილმის მიმართ ინტერესს“, - განაცხადა ქანთარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner