logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: როდესაც ოპოზიცია შავ პიარს აწარმოებს ინტენსიურად და ბიძინა ივანიშვილი წინა პლანზეა...
- +

8 ნოემბერი. 2019. 17:49

 

„როდესაც ოპოზიცია თავის შავ პიარს აწარმოებს ინტენსიურად და ბიძინა ივანიშვილი წინა პლანზეა, ნებისმიერ ხელისუფალს და თუნდაც ექსპერტს აქვს უფლება, საპირისპირო აზრი მიაწოდოს იმ კონკრეტული გამოცემის მკითხველს. რაც შეეხება ოპოზიციის სტრატეგიას და ტაქტიკას, ეს ყველასთვის გასაგებია, რაც შეიძლება მეტი ტალახი ისროლონ ყველას მიმართ, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ და რაც შეიძლება მეტი არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ, რომ იქნებ ამ ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭირონ“, - ასე გამოეხმაურა  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციის კრიტიკას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის წერილთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკული გამოცემა „Washington Examiner“-ში გამოქვეყნდა.

 

გიორგი ვოლსკის განცხადებით, კრიტიკასთან, არასწორი ინფორმაციის გავრცელებასთან, დეზინფორმაციასთან და საქართველოს ხელისუფლების მიმართ ცუდი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ოპოზიციას იმდენი  „წარმატება“ აქვს, რომ მათ ხელისუფლების წარმომადგენელი არ უნდა დაადანაშაულონ განსხვავებული აზრის მიწოდებაში, რათა  საზოგადოებას, ვინც ამ სტატიებს კითხულობს, ჰქონდეს ორივე შეხედულება და  მოსაზრება, სწორი ანალიზის გასაკეთებლად.

 

 

right_banner
არქივი
right_banner