logo_geo
eng_logo
თამარ ტალიაშვილი: ილუმინაციები არის საახალწლო ღონისძიებების აუცილებელი კომპონენტი, რომელიც ქალაქს ტურისტულ მიმზიდველობას სძენს
- +

8 ნოემბერი. 2019. 18:48

 

 

დღეს თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილი საახალწლო ილუმინაციებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საახალწლო ილუმინაციები არის საახალწლო ღონისძიებების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი, რომელიც ქალაქს ტურისტულ მიმზიდველობას სძენს.

 

„ამას ყოველწლიურად ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები და დედაქალაქის სტუმრები. საახალწლო ქალაქგაფორმების შედეგად, გასულ წლებში, თბილისი ცნობილი გამოცემების ობიექტივში სხვა ევროპული ქალაქების გვერდით მოხვდა და ეს ტენდენცია, ტურისტების მოზიდვის მიზნით, უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

 

მისივე თქმით,  ხარისხიანი სადღესასწაულო დეკორაციები,  უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას, ვინაიდან მისი საექსპლუატაციო ხარჯი უამინდობისას  გაცილებით ნაკლებია. 

 

„მნიშვნელოვანია, რომ იგეგმება გასული წლის ილუმინაციების თბილისის გარეუბნებში გადატანა. მე, როგორც ერთ-ერთი არაცენტრალური უბნის მაჟორიტარი, ვიმედოვნებ, რომ ჩემი ზღვის უბნის ტერიტორიაზეც განთავსდება სადღესასწაულო დეკორაციები, რაც გაალამაზებს რაიონს“, - განაცხადა  თამარ ტალიაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner