logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: ხაბეიშვილმა თქვა, ბანძი მენეჯერი არ უნდა იყოო...
- +

8 ნოემბერი. 2019. 18:51

 

 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ახალი წლისთვის დაგეგმილი  ღონისძიებების შესახებ  ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ახალი წელი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა და გაჭირვების მიუხედავად, თბილისის მერიამ  საზოგადოებას  საზეიმო განწყობა უნდა შეუქმნას.

„ახალი წლის გასართობი ღონისძიებები, გარე განათება და ილუმინაციები მუდმივი პრობლემაა. ოპოზიციას მუდმივად აქვს შეკითხვა, რატომ იხარჯება ახალ წელს თანხები. ახალი წელი არის წლის მთავარი დღესასწაული, როდესაც უნდა ვიზეიმოთ მიუხედავად ყველა პრობლემისა. სიხარულის უფლება და შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს. ჩვენ ყოველ ახალ  წელს ვხარჯავთ თანხას და მომავალშიც მაქსიმალურს  გავაკეთებთ, რომ საზოგადოებას საზეიმო განწყობა შევუქმნათ და მიუხედავად სიდუხჭირისა და პრობლემებისა,   ხალხს განმუხტვის საშუალება ერთი დღით მაინც უნდა მივცეთ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

რაც შეეხება ტენდერებში იტალიური კომპანიების გამარჯვებას, ბექა დავითულიანის თქმით, ოპოზიცია მალე იტალიურ სპაგეტს, რომ მიირთმევენ, იმასაც კახა კალაძეს დაუკავშირებს.

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  თავმჯდომარე,  ლევან ხაბეიშვილის ვითომდა ჟურნალისტურ გამოძიებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპონენტს „ბოლივუდის მასხარა“ რომ დაარქვეს, როგორც ჩანს, ეტკინა და ირაკლი ზარქუაზე  ვითომ ჟურნალისტური გამოძიება დაუკვეთა.

 

„ხაბეიშვილმა თქვა, ბანძი მენეჯერი არ უნდა იყოო.  მენეჯერობამდე, ზოგადად ბანძი და მითუმეტეს კოლეგის მიმართ ბანძი ოპონენტი არ უნდა იყო“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner