logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს აკეთებს, რომელსაც სახელმწიფო თავად ვერ უმკლავდება
- +

9 ნოემბერი. 2019. 22:14

 

„ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს აკეთებს, რომელსაც სახელმწიფო თავად ვერ უმკლავდება თვითონ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„სახელმწიფო აფინანსებს ისეთ პროექტებს, რომელიც არის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი, მაგრამ კონკრეტული ძვირად ღირებული პროექტებისთვის, რომელსაც ძალიან დიდი თანხა და რესურსი სჭირდება, ბიძინა ივანიშვილი იხდის თავისი პირადი სახსრებიდან და შემოსავლიდან, თავისი ოჯახის ქონებიდან და აფინანსებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

 

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის და კურორტ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტები რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

 

„პროექტი, რომელიც ქუთაისში უნივერსიტეტის მშენებლობას შეეხება, არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონისთვის. ამას დამატებული ძალიან მნიშვნელოვანი უმაღლესი რანგის კურორტის პროექტი არა მხოლოდ იმერეთს, არამედ დასავლეთ საქართველოს ძალიან დიდ ბიძგს მისცემს განვითარებისთვის და მე, პირადად, ძალიან მიხარია, რომ ეს პროექტები ხორციელდება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner