logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიცოცხლისა და თავისუფლებისაკენ მისწრაფება ყოველთვის იმარჯვებს
- +

10 ნოემბერი. 2019. 01:11

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტს მიღებაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა უმასპინძლა. მიღებაზე ბერლინის კედლის აღების შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

 

„დღეს თავისუფლების დღეა. „დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება", - ჩვენი ჰიმნის სიტყვები დღეს, როგორც არასდროს, გამართლებულია.

 

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი დღეა, არა მხოლოდ გერმანიისა და არსებული ევროკავშირისათვის, არამედ ყოფილი აღმოსავლეთის ბანაკის ქვეყნებისა და საქართველოსათვის.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიცოცხლისა და თავისუფლებისაკენ მისწრაფება ყოველთვის იმარჯვებს. რა დროც არ უნდა დასჭირდეს მას, ბოლოს სიცოცხლე და თავისუფლება მაინც გამარჯვებული იქნება.

 

მაგრამ დღეს გრძელდება ახალი კედლების აღმართვა, რომელიც სხვადასხვა ფორმას იღებს.

 

დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი კედლები მავთულხლართებია, კედლებია სიძულვილის ენა, გაუტანლობა და სანამ ამ კედლებს არ დავანგრევთ, ვერ ვიქნებით გაერთიანებული ქვეყანა და ვერ გავაკეთებთ იმას, რასაც მიაღწია გერმანიამ.

 

ამ კედლების ნგრევა ჩვენზეა დამოკიდებული. გერმანია იმედის მაგალითია, რომ ოკუპირებული ქვეყნის გაერთიანება შეიძლება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner