logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი მეუფე პეტრეზე: ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, ეს თავად არასდროს დაუმალავს
- +

11 ნოემბერი. 2019. 13:50

 

„პროცესების ობიექტური შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთმა აქტივობამ, მათ შორის ეკლესიის მიმართულებით შეტევამ, საზოგადოებაში რყევა არ გამოიწვიოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ შეაფასებს მეუფე პეტრეს განცხადებას მის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლაზე, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილია.

 

„არაფერი, დემოკრატიული ქვეყანაა, უნდა მოვიდეს, მაგრამ ვფიქრობ, საკმაოდ უღირსად მოიქცა ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ, რაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის კუთვნილებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. ის არის „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი. ეს თავად არასდროს არ დაუმალავს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner