logo_geo
eng_logo
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი მეზურნიშვილი აირჩია
- +

11 ნოემბერი. 2019. 14:20

 

„გვქონდა მსჯელობა  გუნდის შიგნით და შევჯერდით ირაკლი მეზურნიშვილის კანდიდატურაზე. გვქონდა კონსულტაციები,  ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე  - რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში, რა არის დარჩენილი გასაკეთებელი კომიტეტის შიგნით“, - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.

 

ირაკლი მეზურნიშვილი დღემდე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი იყო.

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ბეგაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner