logo_geo
eng_logo
ცოტნე ზურაბიანი: სულ რაღაც სამ წელიწადში წყალტუბო გადაიქცევა ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ევროპულ კურორტად
- +

12 ნოემბერი. 2019. 10:29

 

„წყალტუბოს აღორძინების პროექტი უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით. ცალკეული ინიციატივებით წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა წყალტუბოში არსებული პრობლემების მოგვარება. საჭირო იყო კომპლექსური, სისტემური მიდგომა საკითხისადმი და სწორედ  ასეთია ბიძინა ივანიშვილის ხედვა, რომლის შესახებაც საზოგადოებას დღეს მიეწოდა ვრცელი ინფორმაცია. სულ რაღაც სამ წელიწადში წყალტუბო უძრაობის და უიმედობის მდგომარეობიდან გადაიქცევა ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ევროპულ კურორტად, რომელიც კონკურენციას გაუწევს სხვა ცნობილ კურორტებს. ერთ-ერთი მთავარი, რაც ამ პროექტს უკავშირდება, დასაქმებაა. 8 ათასი ადამიანი მიიღებს პირდაპირ შემოსავალს, ირიბად კი 20 ათასი ადამიანის ჩართულობაა გათვალისწინებული“, - ამის შესახებ წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

 

„ამასთან გაკეთდება სოფლის მეურნეობის რეგიონული ჰაბი, კლასტერი ლოჯისტიკურ ცენტრთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის და მოცულობის ზრდას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მომდევნო წელს სრულად მოგვარდება დევნილების განსახლების პრობლემა. ეს ის საკითხია, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში ვერ გადაწყვიტა სახელმწიფომ და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ თემა იხურება. მნიშვნელოვანია ერთიანი ადმინისტრირების სისტემის დანერგვა, რაც ძალიან სასარგებლო იქნება სწორი მარკეტინგისა და ბრენდინგისთვის“, განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner