logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: მას შემდეგ, რაც მიშა სააკაშვილს რელიგიური ექსტაზი დაემართა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ...
- +

12 ნოემბერი. 2019. 15:29

 

 

„ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ ოპოზიციიდან აქ ჩვენ, უმრავლესობის წევრებს, გვიწოდა ივანიშვილის გოშიები. რაც მინდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით და ქალბატონ სალომე სამადაშვილს მინდა მივმართო - განათლებული ქალბატონი ბრძანდება, ერთმანეთის კოლეგები ვართ და მე რომ თქვენ ახლა სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ თქვენ ეს მოგეწონებათ? შეიძლება ასეთი მიმართვა კოლეგასთან?“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

„მე მინდა ასევე სხვა კოლეგებსაც გითხრათ და გთხოვოთ, ერთმანეთის შეურაცხყოფაზე ნუ გადავდივართ. პოლიტიკური ცხოვრება არც დღეს არ დაწყებულა და არც ხვალ არ დამთავრდება, ამიტომ ყველამ გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა ერთი თემაა, მაგრამ რაღაცა ტიპის პოლიტიკურ სტანდარტებს ჩვენ უნდა ვიცავდეთ. ამის ვალდებულება ყველას გვაქვს.

 

აქ სასამართლოებთან დაკავშირებით ითქვა ბევრი და მე მინდა, ჩემს კოლეგებს ასევე შევახსენო, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება 2013 წელს მივიღეთ  და რა გადაწყვეტილება მივიღეთ ამას მოგახსენებთ, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ რამდენიმე დღის წინ, როცა ძველი სხდომების სტენოგრამას ვნახულობდი სამი მოსამართლის განცხადება ვნახე, რომელიც ითხოვდა თანამდებობიდან ერთსა და იგივე დღეს გათავისუფლებას. ეს იყო სააკაშვილის პერიოდი და ყველა მოსამართლეს ერთდროულად მოუნდა თანამდებობიდან წასვლა. ეს გააკეთა მაშინ სააკაშვილმა, რომ ყველა მოსამართლე გაყარა სხვადასხვა მანიპულაციებით, პროკურატურა დაშალა, შსს-ც გახადა ცარიელი, თვითმმართველობიდან არცერთი გამგებელი არ დარჩენილა თავის პოსტზე და ჩვენ ვიყავით ალტერნატივის წინაშე - იგივე უნდა გაგვეკეთებინა, როცა მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს, ანუ „მიშა 2“ უნდა გაგვეკეთებინა? რა თქმა უნდა, არა და მაშინაც უვადო მოსამართლეების დანიშვნაზე მიღებული გადაწყვეტილება დღესაც მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო.

 

ახლა მინდა გადავიდე ძირითად სათქმელზე. მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს თვითმყოფადობა არის გამოხატული მის კულტურაში, მის ცეკვაში, სიმღერაში, ეროვნულ ატრიბუტიკაში, ჩაცმულობაში მათ შორის, ღვინოში და საქართველოს ეკლესიაშიც. ეკლესიაში იმიტომ, რომ ჩვენ კულტურა ეს არის ქრისტიანული კულტურა და ჩვენი კულტურის სათავეში სწორედ ქრისტიანული ღირებულებები დგას. ჩვენთვის, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის შეურაცხმყოფელია, როდესაც თემა, რაც ქართულ ჩოხას, ქართულ ცეკვას უკავშირდება, აკავშირებენ ჰომოსექსუალურ ცხოვრებასთან და როდესაც ჰომოსექსუალები თავის ინტიმურ ცხოვრებას ჩოხის თანხლებით ახორციელებენ, ეს არის ქართველი ერის სულში ჩაფურთხება. ამას ვამბობ პირდაპირ. ამას ვამბობ „კონსერვატორების“ სახელით, მაგრამ დარწმუნებული ვარ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამას იზიარებს. დღესაც ჩემს თვალწინ არის კადრები, როდესაც ტელეკამერების წინ დაღვარეს ქართული ღვინო და ეს აყურებინეს მთელ საქართველოს მოსახლეობას. დაღვრას ვინ დაეძებს, როდესაც ბატონმა გვარამიამ, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, მოისაქმა ამ ჩვენს ღვინოში და ზედ „ბორჯომიც“ მიაყოლა. იმიტომ რომ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა მისთვის ასეთი იყო მაშინ. და ჩვენ ესეც კარგად ვნახეთ. ახლა ეკლესიაზე შეტევა რასაც შეეხება, მე აქ მინდა გითხრათ, რომ ოპოზიციამ ჩათვალა ახლა, მას შემდეგ, რაც მიშა სააკაშვილს რელიგიური ექსტაზი დაემართა, რომ თვითონაც უნდა გამოვიდეს საპატრიარქოს მხარდასაჭერად და მოითხოვა საგამოძიებო კომისიის შექმნა მეუფე იაკობის განცხადებასთან დაკავშირებით. მათ ჩათვალეს რომ ეს მსუყე თემაა და ეს წაადგებათ. გარწმუნებთ, რომ ეს არ არის არავითარ შემთხვევაში არც მსუყე თემა და თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ასევე რელიგიურ ექსტაზში ჩავარდნილი სალომე სამადაშვილი დაჰკითხავს მეუფე იაკობს პარლამენტის სივრცეში, შეიძლება შემდეგ პატრიარქზეც გაიწიოს და მისი დაკითხვაც მოითხოვოს. ამით ეკლესიას ვერ დაეხმარება, გარწმუნებთ ამაში, „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც თავის თავს ვერ დაეხმარება. პეტრე ცაავას რეციდივი არ იყო მხოლოდ ეკლესიაზე თავდასხმა და როდესაც კომენტარები კეთდებოდა იმ ამბებით თავდასხმა მაშინ უნდა გენახათ მაშინ რაც ხორციელდებოდა. მე გუშინ ვუყურე ჩვენი ოპოზიციური პარტიების ლიდერების გამონათქვამებს, ერთი ნაწილი ოპოზიციური პარტიის ლიდერებისა ამბობდა, რომ ყველა სასულიერო პირი, რომელმაც ღიად თქვა, გამოვიდა, რომ ნაციონალების დროს ეკლესია იყო ზეწოლის ქვეშ, არიან არარაობები, არიან ცრუები და ფარისევლები. მეორე ლიდერმა ასეთი რამ განაცხადა და თქვა, რომ დღესაც „კაგებეს“ აგენტებით არის სავსე ეკლესიის ეპისკოპატი და პუტინის დავალებებს ასრულებენ. ანუ ეს შეტევა გრძელდება დღესაც ეკლესიაზე და დავანებოთ იქნება, ბატონებო, ეკლესიის შეურაცხყოფას ყოველ ბრუნვაში თავი. ეს იქნება უკეთესი ისევ თქვენი პოლიტიკური ძალისთვის. ერთს კი გეტყვით, რომ ყველა განწყობას და ყველა თავის დამოკიდებულებას იმ რეციდივებთან თუ შტურმთან დაკავშირებით, რომელიც ქართულ ღირებულებებზე და ფასეულობებზე ხორციელდება, ამის შედეგს ყველანი ჩვენ ერთად ვიხილავთ 2020 წელს და გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია ამით ბედნიერი არ იქნება, მე ასე ვფიქრობ უბრალოდ“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner