logo_geo
eng_logo
დიმიტრი ცქიტიშვილი: თუ პარტიას, უმრავლესობას არ უნდა, თავისივე გადაწყვეტილება შეასრულოს, მას არ აქვს უფლება, იყოს ხელისუფლებაში
- +

14 ნოემბერი. 2019. 14:48

 

 

„თუ პარტიას, უმრავლესობას არ უნდა, თავისივე გადაწყვეტილება შეასრულოს, მას არ აქვს უფლება, იყოს ხელისუფლებაში, ამიტომაც მე ვტოვებ ხელისუფლებას“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომელმაც რამდენიმე დეპუტატთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

 

„ველოდები, რომ უკმაყოფილო ბევრი იქნება. ფრაქცია შეიქმნება თუ არა, ეს იქნება მომავლის საქმე. ალბათ, მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, ჩვენ ამ პოზიციას ვიცავდით რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან პრინციპულად და არათუ ჩვენს, პარტიის ლიდერების მიერ გაჟღერებულ პოზიციას ვიცავდით“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

 

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141 დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101 დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner