logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ვულოცავ საზოგადობას, რომ პარლამენტი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე
- +

14 ნოემბერი. 2019. 15:52

 

 

 

„ვულოცავ საზოგადობას, რომ პარლამენტი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, ვულოცავ ქართველ ხალხს, რომ ქვეყანა ივლის სტაბილურად, ეყოლება ძლიერი მთავრობა“, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

 

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, პარლამენტში ყველას ეყოლება საკუთარი წარმომადგენელი, ხოლო თუ ვინ, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს.

 

„ვულოცავ საზოგადობას, რომ პარლამენტი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და მხარი დაუჭირა ქვეყნის სტაბილურ, გრძელვადიან განვითარებას. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაეშალა დესტრუქციული გეგმა“,- განაცხადა ხუნდაძემ.

 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. 

 

დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელმაც პროპორციული სისტემის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner