logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს
- +

14 ნოემბერი. 2019. 17:10

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა „ქართული ოცნება“ დატოვა. შესაბამისი განცხადება ჯაშმა რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტში გააკეთა.

 

„მე ვტოვებ უმრავლესობას და ვტოვებ განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, დავრჩე დამოუკიდებელ დეპუტატად.

 

პირადად მე მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ჩემთვის ის პირობა, რომელიც მივეცით საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას, იყო პრინციპული, რომ გაგვეტანა აღნიშნული გადაწყვეტილება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ და ზაზა ხუციშვილმაც დატოვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner