logo_geo
eng_logo
ჯონდი ბაღათურია ოპოზიციის ორგანიზებულ აქციებს არ შეუერთდება
- +

16 ნოემბერი. 2019. 20:49

 

„ქართული დასი“ ოპოზიციის ორგანიზებულ აქციებს არ შეუერთდება. ჯონდი ბაღათურიას თქმით, პროტესტში, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობს, თავის თავს ვერ ხედავს.

 

საკუთარ საარჩევნო და სამომავლო გეგმებზე ჯონდი ბაღათურია ბრიფინგის გამართვას ორშაბათს გეგმავს.

 

„ვცდილობთ, გავაერთიანოთ დაქსაქსული კონსერვატიული ძალები და შევქმნათ ეროვნული ფრონტი. მოსახლეობის 80% არის სწორედ ამ განწყობაზე და არ ჰყავს ლიდერი და დამაორგანიზებელი ძალა. სწორედ ასეთ ძალას შეუძლია, ქვეყანა გაათავისუფლოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თეატრალიზებული ისტერიკისგან და ქვეყანას მისცეს განვითარების შანსი „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარეშე. ბევრი ჩვენი კოლეგა, რომელიც ჩვენი თანამოაზრეა და ბევრი საერთო გვაქვს, სამწუხაროდ შეუერთდა ამ აქციებს. ჩვენ ვერ ვხედავთ საზოგადოების კონსოლიდაციის პერსპექტივას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. ხალხი არ ენდობა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომც მოვახერხოთ საზოგადოების კონსოლიდაცია, სააკაშვილი გამოიყენებს ამ პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი თავის გასარეცხად და შემდეგ ეცდება შემოიტანოს განხეთქილება ამ სრულიად გაუგებარ, ეკლექტურ ერთობაში და გამოიყენოს პოლიტიკური ლიდერები თავისი მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა ბაღათურიამ.

 

მისი თქმით, ვადამდელი არჩევნები სრულიად არარეალისტური და არარაციონალურია. როგორც ბაღათურია აცხადებს, პროპორციული არჩევნების მოთხოვნა სამართლიანია, თუმცა ვადამდელი არჩევნებისთვის ოპოზიცია მზად არ არის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner