logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე გერმანიის ელჩს შეხვდა
- +

19 ნოემბერი. 2019. 13:44

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ და გერმანიის ელჩმა პოლიტიკური პროცესის კონსტრუქციულად გაგრძელების საჭიროებასა და 2020 წლის არჩევნების შესახებ ისაუბრეს. არჩილ თალაკვაძემ ელჩს პარლამენტის საშემოდგომო სესიის ფარგლებში დარჩენილი მთავარი საკითხები გააცნო, რომელზეც პარლამენტი დეკემბრის ბოლომდე იმუშავებს.

 

ჰუბერტ ქნირშმა პარლამენტის თავმჯდომარეს გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner