logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: სჯობს, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური განვითარების საშუალება და არა - ვიცხოვროთ მოკლევადიანი ეფექტებით
- +

19 ნოემბერი. 2019. 14:28

 

საქართველოს პარლამენტის  მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მაჟორიტარ  დეპუტატთა ჯგუფმა დაიწყო ხელმოწერების შეგროვება და უმოკლეს ვადებში შეიმუშავებს ინიციატივას, რომელსაც წარუდგენს პარლამენტს, რომ ქვეყანა სრულად გადავიდეს მაჟორიტარულ არჩევით სისტემაზე 2020 წლისათვის.

 

„ხელისუფლების წყარო უნდა იყოს ხალხი, და ვფიქრობ, მაჟორიტარული სისტემა არის საუკეთესო საშუალება არსებულ ვითარებაში, არსებულ რეალობაში, რომ ხალხს მივანდოთ არჩევანი - პირდაპირი წესით აირჩიოს საკუთარი წარმომადგენლები და პარლამენტი დაკომპლექტდეს სრულად მაჟორიტარული სისტემით. ასეთი სისტემები არის ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ასე რომ, ვფიქრობ, ეს არ არის უცხო თანამედროვე მსოფლიოსათვის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი და  ქართველი ხალხი პირდაპირი წესით, უკეთეს არჩევანს გააკეთებს, მაჟორიტარები იქნებიან კარგად ამოცნობადი და ისინი ვერ ამოეფარებიან ვერც ერთ პარტიას, რომელთა დასახელებები არის საკმაოდ ჭრელი და ზოგჯერ ამომრჩეველი იბნევა, თუ ესა თუ ის კონკრეტული პოლიტიკოსი რომელი პარტიის უკან დგას.

 

„მე ვფიქრობ, ეს მოდელი არის ყველაზე საუკეთესო, ის, რა  სისტემაც  შეიძლება იყოს ქვეყანაში. ასევე ვფიქრობ, საამაყო არაფერია იმაში, რომ ქვეყანა 2024 წლიდან გადადის პროპორციულ სისტემაზე. მეც და ბევრი სხვა მაჟორიტარიც ვფიქრობთ, რომ მაშინ, როდესაც აღნიშნულ ინიცირებას მხარი დავუჭირეთ, იყო შეცდომა და ვფიქრობ, რომ დროა გამოვასწოროთ ეს შეცდომა და გადავიდეთ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, თანამოაზრეებთან ერთად ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყნის პარლამენტი დააკომპლექტოს უშუალოდ ხალხმა და სისტემა იყოს სრულად მაჟორიტარული,  ხელისუფლების წყარო გახდეს უშუალოდ ამომრჩეველი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა სწორი საარჩევნო სისტემით წარსდგეს  2020 წელს.

 

მისი თქმით, ასეთი საარჩევნო სისტემის შეთავაზება სწორედაც რომ თვით მოქალაქეებისათვის, მათივე და ქვეყნის  უკეთესი მომავლისათვის ხდება.

 

„როდესაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ კანონპროექტი შევაჩერეთ, მაშინ ავიღეთ პასუხისმგებლობა და განვმარტეთ კიდეც, რომ გვქონდა მოლოდინი იმისა, რომ გარკვეული რყევები, გარკვეული უკმაყოფილებები, ხმაური იქნებოდა, მაგრამ სჯობს, გრძელვადიან პერსპექტივაში  ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური განვითარების საშუალება და არა ჩვენ ვიცხოვროთ მოკლევადიანი ეფექტებით“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner