logo_geo
eng_logo
ტოივო კლაარი: ვაჟა გაფრინდაშვილის ხანგრძლივი დაკავება, არ მგონია ვინმეს ინტერესებში იყოს
- +

20 ნოემბერი. 2019. 02:10

 

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი იმედოვნებს, რომ უკანონოდ დაკავებულ ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება უახლოეს ხანში გაათავისუფლებს.

 

არ მგონია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ხანგრძლივი დაკავება ვინმეს ინტერესებში შედიოდეს“, – განაცხადა კლაარმა „ეხო კავკაზთან“ საუბრისას.

 

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დაკავებული ექიმის საკითხი დღეს მის მიერ ცხინვალში გამართულ შეხვედრებზე განიხილებოდა.

 

დიახ, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი დადგა და იქნება ძალიან კარგი, თუ ეს სიტუაცია გადაწყდება და ექიმი გაფრინდაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება“, – განაცხადა კლაარმა.

 

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, 9 ნოემბერს დააკავეს.

 

მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner