logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს
- +

22 ნოემბერი. 2019. 18:52

 

 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს.

 

„გადავწყვიტე, საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსთვის, ზომები მიიღონ უმოკლეს ვადაში რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

აკაკი ზოიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი შეთავაზება არ იქნება მიღებული, პარლამენტს და პოლიტიკას დატოვებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner